ავტომობილების ყიდვა საქართველოში:სრული სახელმზღვანელო

ავტომობილების ყიდვა საქართველოში არის პროცესი რომელის ყველა დეტალი საყურადღებოა.იმ ქვეყნებს შორის რომლებიც გვთავაზობენ პირობებს ავტომობილის შესაძენად,
საქართველო უფრო მოსახერხებელია,ხელმისაწვდომობით და მიმზიდველი ფასებით.ადგილობრივი ბაზარი გვთავაზობს როგორც ახალ ,ისე მეორად ავტომობილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან,რაც იდეალური პირობაა ამ ქვეყანაში ავტომობისლის შესაძენად.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველო გახდა პოპულიარული ავტომობილის მყიდველებს შორის არა მარტო ფასის გამო,არამედ ,ასევე რეგისტრაციის სიადვილის ,დაბალი გადასახადების და მოხერხებული პირობების გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის.
ავტომობილის ყიდვა საქართველოში - ეს არის არა მხოლოდ მომგებიანი ინვესტიცია, ასევე საშუალება შეიძინო ხარისხიანი სატრანსპორტო საშუალება მინიმალური ძალისხმევით.

საქართველოში ავტომობილის შეძენის უპირატესობები

1. დაბალი ფასები. საქართველოში ავტომობილი ხშირად იაფია,ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში და რუსეთშიც.ეს დაკავშირებულია მთელ რიგ ფაქტორებთან,თუნდაც დღგ-ს არ არსებობა ავტომობილის იმპორტზე, დაბალი საშემოსავლო გადასახადები და გაზრდილი კონკურენცია ბაზარზე.

2. მოდელების ფართო არჩევანი. გეოგრაფიული მდგომარეობიდან და საბაზრო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე,საქართველოს აქვს წვდომა ავტომობილებზე აშშ-დან,ევროპიდან ,იაპონიის და სხვა ქვეყნებიდან.ეს ნიშნავს იმას რომ მყიდველს აქვს საშუალება ამოირჩიოს როგორც ბიუჯეტური ავტომობილი,ასევე პრემიუმ ბრენდები,რომლებიც რთულია იპოვო სხვა ქვეყნებში.

3. მარტივი რეგისტრაცია. საქართველოში ავტომობილის რეგისტრაცია სჭირდება მინიმალური დრო და პროცესი საკმაოდ მარტივია ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.არის რთული ბიუროკრატიული პროცედურების ნაკლებობა რაც შესყიდვის პროცესს ნაკლებად სტრესულს ქმნის.

4. სარგებელი ექსპორტისთვის. ექსპორტისთვის ავტომობილის შეძენისას საქართველოში არსებობს საგადასახადო შეღავათები და გამარტივებული პროცედურები,რაც განსაკუთრებით იზიდავს იმ მყიდველებს რომელთაც სურს ავტომობილის გაგზავნა სხვა ქვეყანაში.

პოპულიარული ბრენდები საქართველოში

1. ამერიკული ავტომობილები. ავტომობილებს აშშ - დან უჭირავთ მნიშვნელოვანი ადგილი ქართულ ბაზარზე რეგულიარული აუქციონის და იმპორტის წყალობით ყველაზე პოპულიარული მოდელებია :

  • Ford - პოპულიარული მოდელები Focus, Fusion,ასევე ჯიპები Explorer.
  • Chevrolet - ხშირად გვხვდება მოდელები Cruze, Tah, Equinox.
  • Dodge-ისეთი მოდელები როგორიცაა Dodge Charger и Durango,სარგებლობენ პოპულიარობით იმ ყიდველებს შორის ვინც ეძებს ძლიერ მანქანებს.


  • 2. ევროპული მანქანები. ევროპული ბრენდები ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ქართულ ბაზარზე თავისი ხარისხითა და რეპუტაციით. ყველაზე გავრცელებულ ბრენდებს შორის:

  • BMW- პოპულიარობის სარგებლობს როგორც სედანის ტიპის ავტომობილი ,ასევე ჯიპები BMW X5, BMW 3-ე სერიიდან.
  • Mercedes-Benz - C კლასის მოდელებს ხშირად შევხვდებით საქართველოს ქუჩებში.
  • Volkswagen - მოდელები Golf, Passat, Touareg მაღალი მოთხოვნით სარგებლობენ თავისი საიმედობის და მისაღები ფასის გამო.


  • 3. იაპონური მანქანები - იაპონური მანქანები ღირებულია საქართველოში მათი საიმედოობის და ეკონომიურობის გამო.ყველა გავრცელებულ მოდელებს შორის:

  • Toyota-მოდელი Camry, Corolla, RAV4 ლიდერობენ მეორად მანქანებს შორის.
  • Nissan- პოპულიარული მოდელებია X-Trail, Juke, Qashqai.
  • Mitsubishi- მოდელები Outlander და Lancer სარგებლობენ დიდი მოთხოვნით მეორად მსუბუქ მანქანებს შორის.
  • 4. მანქანები სამხრეთ კორეიდან. უკანასკნელ წლებში მანქანები სამხრეთ კორეიდან გახდა პოპულიარული მათი ხელმოსაწვდომობის გამო და ასევე კარგი ფასისა და ხარისხის თანხვედრის გამო.საქართველოში განსაკუთრებით პოპულიარულია:

  • Hyundai-მოდელი Elantra, Sonata და Tucson ლიდერობენ კორეულ მანქანებს შორის.
  • Kia- მოდელები Sportage დაSorento ხდება სულ უფრო მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე.
  • 5. ელექტრომანქანები- ელექტრომანქანების ბაზარი საქართველოში იზრდება და მყიდველები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ასეთ მოდელებს:

  • Nissan Leaf- ერთერთი ყველაზე პოპულიარული ელექტრომანქანა.
  • Tesla- მიუხედავად მაღალი ფასისა სულ უფროდაუფრო პოპულიარობით სარგებლობს მყიდველებს შორის ,ორიენტირებულია ეკოლოგიურობაზე.


  • ბაზრის ტენდენციები. ბოლო წლებში საქართველოში ავტომანქანების ბაზარი მოთხოვნის გაზრდის ტენდენციას აჩვენებს ჰიბრიდულ და ელექტრო მანქნანებზე,რაც დაკავშირებულია ატმოსფეროში ნახშირბადის შმცირების ტენდენციასთან.

    ავტომანქანის ყიდვის პროცესი

    ავტომანქანის შერჩევა. საქართველოში შესაძლებელია შეიძინო როგორც ახალი ,ასევე მეორადი ავტომობილი .მყიდველტა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებენ მეორად ავტომანქნანებზე, რადგან ისინი წარმოადგენენ უკეთეს პირობას ფასისა და ხელმისაწვდომობის მხრივ.ავტომანქანის შერჩევისას აუცილებელია თავიდანვე შეარჩიოს მარკა,მოდელი და ბიუჯეტი. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ როგორც კერძო გამყიდველს ასევე ოფიციალურ დილერს.

    სად ვეძებოთ ავტომანქანა. საქართველოში არის რამდენიმე მთავარი ადგილი მანქანების შესაძენად:

    ავტოსალონები. -სადაც წარმოდგენილია ახალი და სერთიფიცირებული მეორადი ავტომანქანები.

    საავტომობილო ბაზრები. -ყველაზე ცნობილი ბაზარი ეს არის რუსთავის ბაზრობა,სადაც არის ფართო არჩევანი მეორადი მანქანების ევროპიდან,აშშ-და, და იაპონიიდან.

    ონლაინ-პლადფორმები. -ვებსაიტები,რომლებიც საშუალებას გაძლევთ წინასწარ გაეცნოთ შეთავაზებებს.

    მანქანების შემოწმება ყიდვის წინ

    ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში ,ავტომანქანის ყიდვის წინ საქართველოში მთავარია საფუძვლიანად იქნას შემოწმებული მისი მდგომარეობა.მნიშვნელოვანია ავტომანქანის დათვალიერება ტექნიკურ ხარვეზებზე,უნდა გატარდეს დიაგნოსტიკა სერვის სადგურზე და აუცილებელია შემოწმდეს დოკუმენტაცია,რომ დავრწმუნდეთ ავტომობილის იურიდიულ გამართულობაზე(რომ არ არის ლომბარდი მასზე და არ ითვლება როგორც მოპარული)

    სამართებლივი ასპექტები და დოკუმენტები.

    აუცილებელი დოკუმენტები_ავტომანქანის შსაძენად საქართველოში საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

  • პასპორტი
  • ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (რომელიც შესაძლებელია იყოს როგორც წერილობითი ასევე ელქტრონული ფორმით)
  • მანაქანის ტექნიკური პასპორტი(რომელიც გაიცემა ავტომანქანის რეგისტრაციისას)
  • ავტომანქანის რეგისტრაცია. ყიდვის შემდეგ აუცილებელია დაარეგისტრიროთ ავტომანქანა თქვენს სახელზე.რეგისტრაციის პროცედურა გრძელდება რამდენიმე საათი,

    მაქსიმუმ ერთი დღე.რეგისტრაციის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი რეგიონია,მაგრამ ზოგადად ღირებულება დაბალია.

    დაზღვევა.-საქართველოშიაუცილებელია სადაზღვევო პოლისის შეძენაა(სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა).ასევე შესაძლებელია გაფორმდეს

    დაზღვევის დამატებითი ტიპები ,რომელიც თქვენი ავტომანქანის ზიანს დაფარავს ავარიის ან სხვა ინციდენტის დროს.

    მანქანების განბაჟება და ექსპორტი საქართველოდან

    თუ თქვენ გეგმავთ საქართველოში ავტომანქანის შეძენას და გაყვანას სხვა ქვეყანაში,აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი განბაჟების პროცესი.

    პირობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. უცხოელ მყიდველებს შეუძლიათ შეიძინონ ავტომანქანა საქართველოში და არ გადაიხადონ დღგ, თუ მანქნა გადის ქვეყნიდან. თუმცა საკუთარ ქვეყანაში შეყვანისას მოგეთხოვებათ საბაჟო გადასახადის გადახდა და ასევე გადასახდებიჩ ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით.

    ავტომანქანის ექსპორტი - საქართველოდან ავტომანქანის ექსპორტი საკმაოდ მარტივია.თქვენ დაგჭირდებათ:

  • მანქანის საექსპორტო ნომრების მიღება.
  • გადაიხადოთ ყველა საჭირო გადასახადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • გააფორმოთ საზღვარზე საექსპორტო დოკუმენტაცია.
  • საბაჟო გადასახადები-საქართველოს საზღვრებს გარეთ ავტომანქანის გაყვანისას საჭიროა გავითვალისწინოთ იმ ქვეყნის გადასახადები,რომელ ქვეყანაშის გეგმავთ მის შეყვანას .მაგალითად ,რუსეტში დაწესებულია აქციზი მანქანის იმპორტზე, რამაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაზარდოს ხარჯები.

    ტექნიკური და ექსპლუატაციის ასპექტები

    გამოყენების პირობები. საქართველოში საგზაო ქსელი კარგად არის განვითარებული,განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.თუმცა სოფლად გზა სასურველია იყოს უკეთესი.ამიტომ ავტომანქანის ყიდვისას უნდა გავითვალისწინოთ სად აპირებთ მის გამოყენებას.

    ტექდათვალიერება. ყველა ავტომანქანა საქართველოში ვალდებულია გაიაროს ტექდათვალიერება ,რომელიც ადასტურებს მათ ტექნიკურ გამართულობას.ახალი ავტომანქანებისთვის პირველი ტექდათვალიერების გატარება საჭიროა ყიდვიდან სამი წლის შემდეგ,შემდეგ კი ყოველ ორ წელიწადში.

    მანქანის სერვისი. საქართველოში ფართოდ გავრცელებულია სერვისცენტრები ,სადაც შსაძლებელია განხორციელდეს ძირითადი მოვლა,ასევე ძირითადი შეკეთება.სათადარიგო ნაწილები პოპულიარული ავტომანქანის მოდელებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია,და მისი ღირებულება უფრო დაბალია ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

    ფინანსური ასპექტები

    ავტომობილის ღირებულება - ავტომანქანების ღირებულება საქარტველოში დამოკიდებულია მოდელზე,მის გამოშვების წელსა და მდგომარეობაზე.მაგალითად, საშუალო კლასის მეორადი ავტომანქანის ყიდვა შესაძლებელია $5,000 დან $15,000 მდე,მაშინ როცა ახალი ავტომობილის ღირებულება იწყება $20,000 დან ზემოთ.

    დაკრედიტება - საქართველოში შესაძლებელია ავტოკრედიტის გაცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.პირობები განსხვავებულია სხვადასხვა ბანკში,მაგრამ ჩვეულებრისამებრ ბანკი ითხოვს წინასწარ შნატანს და კრედიტი გრძელდება 3 – 5 წელი.

    გადახდა- საქართველოში შესაძლებელია გადახდა სხვადასხვა ფორმით.ნაღდი ფულით ,საბანკო გადარიცხვით ან კრიპტოვალუტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია ხელშეკრულების დადებამდე გადახდის პირობების დაზუსტება.

    ავტომანქანის შეძენა საქართველოში ეს არის საშუალება მიიღო ხარისხიანი ავტომანქნანა მოსახერხებელ ფასში.რეგისტრაციის მოხერხებულობა ,საერთაშორისო ავტომობილებთან წვდომა და მოსახერხებელი პირობები ექსპორტისთვის ხდის მ ქვეყანას მიმზიდველს მყიდველისთვის ყველა ქვეყნიდან.თუმცა,როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში აქაც მთავარია ვიყოთ ყურადღებით ავტომანქანის არჩევაში და გულდასმით მივსდიოთ ყველა საჭირო იურიდიულ და ფინანსურ პროცედურას თვალი.

    უსაფრთხოების რჩევები ავტომანქანის შეძენისას

    1.მოერიდეთ თაღლითებს.როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში , არსებობს რისკი შვეჯახოთ თაღლითობას ავტომანქანის შეძენისას.რომ შვამციროთ ეს რისკი:

  • შეიძინეთ მხოლოდ გადამოწმებულ დილერებთან ან კარგი რეპუტაციის მქონე კერძო გამყიდველთან.
  • ისარგებლეთ ონლაინ-პლატფორმებით,რომელც აქვეყნებს გადამოწმებულ ნფორმაციას გამყიდველების და მანქანების სესახებ.
  • ყოველთვის შეამოწმეთ ავტომანქანის იურიდიული გამართულობა შესაბამისი სერვისების გამოყენებით(გირაოზე ან ხომ არ არის მოპარული )
  • 2.პროფესიული შეფასების ჩატარება. დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა ,მანქანის ინსპექტირება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დამალული თექნიკური ხარვეზები.სპეციალისტებს შეუძლიათ გამოავლინონ ძრავის პრობლემები,კორპუსის ან ელექტროობის,რომლებსაც შეიძლება იყოს შუმჩნეველი პირველადი დათვალიერების დროს.

    3.გარიგების დადება. ყოველთვის მოითხოვეტ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაწერილობითი ფორმით.ეს უზრუნველყოფს თქვენს იურიდიულ დაცვას დავის შემთხვევაში.

    მანქანის კრედიტით შეძენის მახასიათებლები

    ავტოკრედიტი მოქალაქეებისთვის და არარეზიდენტებისთვის. საქართველოი ავტომანქანის შეძნა კრედიტით--გავრცელებული პრაქტიკააროგორც ადგილობრივი მცხოვრებებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ზოგიერთი ბანკი და საკრედიტო ორგანიზაციები სთავაზობენ პროგრამებს არარეზიდენტ პირებს.ამასთან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:

    საპროცენტო განაკვეთი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განაკვეთი იძლება იყოს მაღალი,ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის,რომელიც დამოკიდებულია ბანკზე და მყიდველის ფინანსურ მდგომარეობაზე.

    პირველადი შენატანი. ბანკების უმრავლესობა ითხოვს პირველად შენატანს ,რომელიც შეადგენს 20% დან 50% მდე მანქანის ღირებულებიდან გამომდინარე.

    სესხის პირობები- საშუალო ვადა კრედიტის შადგენს 2 დან 5 წლამდე ვადას. პროგრამა შესაძლოა შეიცავდეს ადრეული დაფარვის შესაძლებლობის პირობას მინიმალური ჯარიმით.

    საჭირო საბუთები სესხის მისაღებად. ავტოსესხის გასაფორმებლად საჭოროა შემდეგი საბუთები:

  • პასპორტი და ბინადრობის ნებართვა(ასეთის არსებობის შმთხვევაში).
  • შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.(მოქალაქეებისთვის და რეზიდენტებისთვის)
  • ავტომანქანის ყიდვა-გაყოდვის ხელშეკრულება.
  • საკრედიტო ისტორია (თუ მყიდველი სარგებლობდა საბანკო მომსმახურეობით საქართველოში)
  • იყიდე მანქანა საქართველოში 1
    იყიდე მანქანა საქართველოში 2
    იყიდე მანქანა საქართველოში 3
    იყიდე მანქანა საქართველოში 4